თორნიკე რიჟვაძის შემდეგ, უკრაინის ხელისუფლებასთან შერცხვენის საქმეში დღეს თავი ვახტანგ გომელაურმა გამოიჩინა. შინაგან საქმეთა მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტს დიპლომატია დაუწუნა და თქვა, რომ ზელენსკის განცხადება საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის მიზეზთან დაკავშირებით სრულიად მიუღებელია.
კიდევ უფრო შორს წავიდა მამუკა მდინარაძე, ის უკრაინის ლიდერებს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ კამპანიის წარმოებაში ადანაშაულებს, - თავის მოჭრა საერთაშორისო ასპარეზზე და საკუთარ ხალხთან - ასე აფასებენ ოპოზიციაში ოცნების ქმედებებს, - ჩინოვნიკი კი, ვინც ვერ გასცა პასუხი კითხვაზე, ვინ დაიწყო ომი უკრაინაში, ისევ თანამდებობაზე რჩება.