სუს-ის მიერ ორგანიზაციის კონტროლის და მათი მუშაობის შემოწმების მცდელობად განიხილავს EMC თამთა მიქელაძის დაკითხვას. ძალოვანმა უწყებამ ადამიანის უფლებათა მონიტორინგისა და სწავლების ცენტრის იურისტი „მარნეულში შუღლის გაღვივების" საქმის ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარა.
უფლებადამცველები და ოპოზიციის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ აქტივიზმის შესუსტება და ეთნიკური უმცირესობების დაშინებაა სუს-ის მთავარი მიზანი, რის გამოც დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაკითხვებზე იბარებენ აქტივისტებს და არა იმ რადიკალურ ძალებს, ვინც აგრესიას წაახალისებს.