logo
ENG



რაშიდ ზიადალიევი: ხელისუფლების მიზანია, ჩემი დაკავებით სხვა აქტივისტები დააშინოს

10 თებ 202012:37
3 წუთის საკითხავი
 

მარნეულელი აქტივისტის რაშან ზიადალიევის სასამართლო პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო. ზიადალიევს ამის შესახებ პროცესის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე შეატყობინეს. აქტივისტი და მისი ადვოკატი ფიქრობენ, რომ სამოქალაქო გამოხმაურების გამო პოლიციას შეეშინდა და უკან დაიხია.

„ადგილობრივი ხელისუფლების მთავარი მიზანია, რომ ჩემი დაკავებით დააშინოს აქტივისტები. ისინი ფიქრობენ, რომ ჩემს მსგავსად თუ სხვა ახალგაზრდებიც აქტიურები იქნებიან მსგავს სიტუაციაში ჩავარდებიან“, - განაცხადა რაშიდ ზიადალიევმა.

​ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი სასამართლო სხდომის გადადება პოლიციელების მხრიდან მტკიცებულებების არ ქონას უკავშირებს. ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს, რომ ქმედებები, რომლებიც სამართალდამცავებმა რაშანის მიმართ განახორციელებს უკანონოა.

რაშანი ინფორმირებული იყო დაკავების დღეს, რომ ორშაბათს 10:00 საათზე გამოცხადებულიყო რუსთავის საქალაქო სასამართლოში, სადაც მისი პროცესი გაიმართებოდა. მე ვფიქრობ, რომ შსს-ს დღევანდელი ქცევა რაშიდ ზიადალიევის უკანონოდ დაკავებას ადასტურებს. პოლიციელები არიან გამოუვალ მდგომარეობაში, რომ წარმოადგინონ მტკიცებულებები. ის ქმედებები, რაცა მათ განახორციელეს რაშანის მიმართ არის სრულიად უკანონო. ფოტო-გადაღება იყო ფარული თვალთვალი, რაც წესით კანონით აკრძალულია“, - განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა.

ადმინისტრაციული დაკავების შემთხვევაში პოლიციას გასაჩივრებისთვის ვადა ექვს თვემდე აქვს. მარნეულელი აქტივისტს პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას ედავებიან.


close დახურვა