logo
ENG



რაც გინდა დაუძახე პრემიერი და მდუმარე ოლიგარქი - შაბათის ფორმულა

05 მარ 202220:32
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის ომის ფონზე კიდევ უფრო ცხადად გამოჩნდა როგორი მთავრობა ყავს საქართველოს. მათმა დანაშაულებრივმა პოზიციამ, ბევრი ადამიანი ქუჩაში გამოიყვანა საქართველოში, ღარიბაშვილის სიტყვები ათი ათასობით ქართველმა გააპროტესტა პარლამენტის წინ და მხარი დაუჭირა უკრაინას. ღარიბაშვილი ამაყად ამბობს,რომ არ დადგება ზელენსკის და უკრაინელი ხალხის გვერდით. თუმცა ფაქტია,რომ ის ნირწამხდარია. ტელეეკრანებზე ორჯერ გამოჩნდა და ორივეჯერ სამარცხვინო განცხადებით. სად არის ამ დროს ქვეყნის არაფორმალური მმართველი, რომლის პოზიციასაც რაც გინდა დაუძახე პრემიერ მინისტრი ახმოვანებს. გაირკვა, რომ ისევ ჭორვილაში იმალება და ისევ დუმს, ამჯერად აგრესიის წინააღმდეგ  და პუტინის ეშინია. რისი ეშინია ღარიბაშვილს თბილისში,რომლის სახლთანაც შაბათის ფორმულამ გაარკვია,რომ უკრაინის ომის დღეებში დაცვა განსაკუთრებით გაძლიერდა. ვისგან ან რისგან იცავს პოლიცია ღარიბაშვილს ან ივანიშვილს, როდესაც მთელი კაცობრიობა ახლა პუტინის აგრესიისგანაა დასაცავი. 


close დახურვა