logo
ENG



რაც რუსები ჩამოვიდნენ ვეღარ გავდივართ, გვეშინია - სოფელ ყობის მცხოვრები

24 ოქტ 201917:26
3 წუთის საკითხავი
 
gawfbv5vdb90004.png

წაღვლი, ჩორჩანა, ყობის ტყეში საოკუპაციო საგუშაგოები და ახალი გაჭრილი გზები გაჩნდა.

წნელისიდან, ყობის გვერდის ავლით საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს ე.წ სასაზღვრო საგუშაგოებისკენ ახალი გზა გაჰყავთ.

სოფელი ყობის მცხოვრები „ფორმულასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მოსახლეობას გარეთ გასვლის ეშინია, რათა რუსებმა არ დაიჭირონ.

"რაც რუსები ჩამოვიდნენ იმის შემდეგ ვეღარ ვსარგებლობთ, კილომეტრნახევრის მანძილზე ახლოს არ ვეკარებით საზღვარს. გზა ჩამოჭრეს, ადიან ჩორჩანის ხეზე და ჩამოდიან დაბლა. გზა ჩანს ჩვენგან. რაც უნდოდათ ის გზა გაჭრეს და წავიდნენ გადავიდნენ წნელისში. რაც რუსები ჩამოვიდნენ მას შემდეგ ვეღარ გავდივართ, გვეშინია. ფული სად მაქვს რომ დამიჭირონ და გადავიხადო? მთელი სოფელი წაღვლი, აბანო, ჩორჩანა, წნელისი, ატოცი ამ სოფლებში ყველა ერიდება იქ ახლოს მისვლას," - განაცხადა გენადი ბოსკოვმა. 


close დახურვა