სადავო პროექტი, რომელშიც მერიამ ექვს მილიონ ლარზე მეტი უნდა გადაიხადოს. მელიქიშვილის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს, - გეგმას უკვე მოჰყვა აზრთა სხვადასხვაობა. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ცვლილებები ვერ მოემსახურება მთავარ მიზანს, მოძრაობა განიმუხტოს ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ სატრანსპორტო ხაზზე, - გეგმის მიხედვით, რუსთაველის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირისკენ მიმავალ ავტობუსებს აღარ მოუწევს ვარაზის ხევისა და კოსტავას ქუჩის გავლა.