logo
ENG



რა მოხდება, თუ სკოლაში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდება - სამინისტროს განმარტება

29 სექ 202017:22
3 წუთის საკითხავი
clock 11704
რა მოხდება, თუ სკოლაში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდება - სამინისტროს განმარტება

საქართველოს განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ იმ სკოლებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება, წერტილოვან შეზღუდვები დაწესდება. უწყების განმარტებით, ყველა მასწავლებელი და მოსწავლე გადავა თვითიზოლაციაში, სკოლას ჩაუტარდება დეზინფექცია, სწავლა კი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

აჭარის გარდა, დადასტურებული კორონავირუსის გამო დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა გურიისა და სამეგრელოს ზოგიერთი სკოლა. აღნიშნულ სკოლებს დღეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებისა და ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატის სკოლები დაემატა, სადაც სასწავლო პროცესის უწყვეტობა ასევე შენარჩუნებული იქნება და სკოლები დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავლენ.


close დახურვა