logo
ENG



რა ხდება ფრონტის ხაზზე - უკრაინის გენშტაბის ინფორმაცია 1-ლი მაისისთვის

01 მაი 202210:24
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსული ჯარები აგრძელებენ მობილიზებას უკრაინის საზღვართან. რუსული შეიარაღებული ძალები კვლავ ბომბავენ ხარკოვს. 

გარდა ამისა, რუსეთის შეიარაღებული ძალები მიიწევენ იზიუმ-ბარვენკოვო-სლავიანსკის მიმართულებით. რუსული ჯარები ძლიერდებიან ამ რეგიონში - მათ მიიღეს იარაღი და სამხედრო ტექნიკა. ათასი სამხედროა მობილიზებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში.

დონეცკისა და ტავრიჩესკის მიმართულებით რუსული ჯარები აქტიურად მოქმედებენ ფრონტის მთელ ხაზზე. 

უკრაინის გენერალური შტაბი ასევე წერს, რომ შეტევა მიმდინარეობს ყირიმისა და ალექსანდროვკას მხარეს.

ასევე, რუსული ჯარები ცდილობენ, მიაღწიონ ხერსონის ოლქის საზღვარს იუჟნო-ბუზსკის მხრიდან, რათა შეიქმნას ხელსაყრელი პირობები ნიკოლაევსა და კრივოი როგზე თავდასხმისთვის.


close დახურვა