პატიმრების უფლებადამცველები და ოჯახის წევრები, ამნისტიის კანონპროექტს, უკვე რამდენიმე დღეა მთელი ქვეყნის მასშტაბით აპროტესტებენ. მოითხოვენ, რომ ამნისტირებული მუხლები გაფართოვდეს და სასჯელი ყველა პატიმარს ნაწილობრივ შეუმცირდეს. მათ უკმაყოფილებასა და შეშფოთებას, სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გამოსული ინფორმაციაც იწვევს, რომ ციხეებში კოვიდინფექცია უკვე მასიურადაა გავრცელებული. რამდენიმე მძიმე მდგომარეობაში მყოფი მსჯავრდებული, სამოქალაქო კლინიკაშია გადაყვანილი.
რა ხდება ციხეებში
10 იან 202120:26
3 წუთის საკითხავი