პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში მყოფი 2 პაციენტი განიკურნა და ისინი საავადმყოფოს რამდენიმე საათში დატოვებენ.
როგორც რატიანმა აღნიშნა, მთლიანობაში პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. მისივე ინფორმაციით, 20 ადამიანის ანალიზის პასუხს ელოდებიან და თუ მათ ვირუსი არ დაუდასტურდათ, ისინიც გაეწერებიან კლინიკიდან.
"ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 91 პაციენტი. აქედან ინფიცირებულია 80 ადამიანი. გვყავს ასევე 2 გამოჯანმრთელებული პაციენტი, რომლებიც რამდენიმე საათში დატოვებენ კლინიკას. რაც შეეხება რეანიმაციულ განყოფილებას, იქ გვყავს 9 პაციენტი. აქედან 5 არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. ასევე 47 შემთხვევაში არის მწვავე პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა. 3 მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია. 20 ადამიანის ტესტი უნდა ჩატარდეს დღეს. იმედია ყველა პასუხის იქნება უარყოფითი და განმეორებითი ტესტირების შემდეგ ისინი დატოვებენ კლინიკას. დაგვემატა 2 ახალი შემთხვევა. მათი მდგომარეობა სტაბილურია", - განაცხადა რატიანმა.