logo
ENG



რეგიონული პოლიცია: ბუჩასთან 7 ადამიანის ცხედარი ვიპოვეთ, ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდათ

14 ივნ 202201:31
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/14/nnwkg5hjerrq74p.png
BBC

უკრაინის რეგიონული პოლიციის ინფორმაციით, ქალაქ ბუჩას მახლობლად, საფლავში 7 ადამიანის ცხედარი იპოვეს. პოლიციის ცნობითვე, დაღუპულებს ხელ-ფეხი ჰქონდათ შეკრული.

"შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე რუსებმა აწამეს, შემდეგ კი ლაჩრულად მოკლეს. ეს საფლავი აღმოაჩინეს იმ მხარეში, სადაც რუსული ჯარები იყვნენ განლაგებული, სოფელ მიროცკესთან"- აცხადებს კიევის რეგიონული პოლიციის უფროსი ანდრი ნებიტოვი.

ნებიტოვის ინფორმაციით, რომ პოლიცია მუშაობს დაღუპულების იდენტიფიცირებაზე.

ბუჩა კიევის ოლქში მდებარეობს. ქალაქის ოკუპანტებისგან გათავისუფლების შემდეგ, იქ ასობით ადამიანის ცხედარი იპოვეს.


close დახურვა