logo
ENG



რეგულარული ფრენების აღდგენა 1-ლ ნოემბრამდე გადაიდო

11 სექ 202023:54
3 წუთის საკითხავი
 
woegxyae7d6ju0z.jpg

საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა პირველ ნოემბრამდე გახანგრძლივდა. შესაბამისი ნოტამი სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე გამოსცა. 

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, შეზღუდვები 2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით მოქმედებს.

მათივე ცნობით, შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის: მიუნხენი (ICAO-ს კოდი EDDM); პარიზი (ICAO-ს კოდი LFPG); რიგა (ICAO-ს კოდი EVRA).

ცნობისთვის, საქართველოს ცა კორონავირუსის გავრცელების შემდეგ ჩაიკეტა. თავდაპირველად საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა 1-ელი ივლისიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა, მთავრობამ რეგულარული ფრენების აღდგენა ჯერ 1-ელ აგვისტომდე, შემდეგ 1-ლ სექტემბრამდე, მოგვიანებით კი, 1-ლ ოქტომბრამდე გადაავადა. 

 


close დახურვა