logo
ENG



რეზნიკოვის ცნობით, გასულ ღამეს უკრაინამ ოკუპანტების 18 რაკეტა მოიგერია

16 მაი 202310:23
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/16/ykaquo5nx904wkh.jpeg

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, გასულ ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოკუპანტების მიერ ნასროლი ყველა რაკეტა მოიგერიეს. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.

"უკრაინის საჰაერო ძალების კიდევ ერთი დაუჯერებელი წარმატება! გუშინ ღამე ჩვენმა დამცველებმა 6 რუსული ჰიპერბგერითი რაკეტა, კინჟალი და 12 სხვა რაკეტა ჩამოაგდო. რუს ტერორისტებს უკრაინაზე გამარჯვების შანსი არ აქვთ. დასავლურს იარაღებს შეუძლია და უნდა დაუპირისპირდეს მათ იარაღებს", - წერს ის.

გასულ ღამეს ოკუპანტებმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - როგორც უკრაინული მედია წერს, რაკეტა ჩამოვარდა ზოოპარკის ტერიტორიაზე, ხოლო ფრაგმენტები სამ სხვადასხვა რაიონში გაიფანტა.

კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ტელეგრამ არხზე წერს, რომ რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად რამდენიმე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, ასევე, დაზიანდა შენობა, ხოლო ერთ-ერთი ტყე-პარკის ზონაში დრონის ნამსხვრევები ხანძირს გაჩენის გარეშე დაეცა. მისივე თქმით, წინასწარი მონაცემებით, დაშავებულია სამი ადამიანი.


close დახურვა