logo
ENG



რეზნიკოვი: უკრაინა დონბასისა და ყირიმის სრულ დეოკუპაციას მოითხოვს

12 სექ 202213:31
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/12/mgq43rnl2sfh8zk.jpg

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინა არ იღებს დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციებს რუსეთთან “მშვიდობიანი” მოლაპარაკებების დაწყების შესახებ და დონბასისა და ყირიმის სრულ დეოკუპაციას მოითხოვს.

"ჩვენ (ომის დროს) ბევრი რამ ვისწავლეთ, მათ შორის ვისწავლეთ არ ვენდოთ მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებას, რომელსაც ჩვენი პარტნიორები გვთავაზობენ.

საიდუმლოს გაგანდობთ, (ბელარუსსა და სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე) ჩვენ რუსებს ვუთხარით, რომ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად ჯარი 2022 წლის 23 თებერვლის პოზიციებზე უნდა დაებრუნებინათ. მაშინ ეს შესაძლებელი იყო, მაგრამ უკვე დიდი ხანია, რაც ასეთი ვარიანტი შეუძლებელია.

ახლა უკრაინა ყირიმისა და დონბასის სრულ დეოკუპაციას მოითხოვს. "24 თებერვლამდე" ვარიანტი აღარ არსებობს," - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.


close დახურვა