logo
ENG



რეზნიკოვი: ფრონტზე უკრაინის რამდენიმე გამარჯვება და ოკუპანტები უკრაინიდან გაიქცევიან

10 სექ 202216:58
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალების რამდენიმე მცირე გამარჯვების შემდეგ რუსი სამხედროები უკრაინიდან გაქცევას დაიწყებენ.

ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა РБК-Україна-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ფრონტზე რამდენიმე, თუნდაც მცირე, მაგრამ გამარჯვების შემდეგ რუსი სამხედროები გაიქცევიან და ასე იქნება- დამიჯერეთ, რადგან დღეს ჩვენ ვანადგურებთ მათი მომარაგების ჯაჭვებს, საწყობებს და ასე შემდეგ. და დადგება კითხვა: სად წავლენ ისინი? და მათი სულისკვეთება... ეს იქნება ზვავივით, თავდაცვის ერთი ხაზი მოირყევა და მთლიანად დაეცემა“ - განაცხადა რეზნიკოვმა.

რეზინკოვის თქმით, რუსეთს აღარ აქვს რესურსები, რომ ჯარისკაცები გამოკვებოს, ტანკების ავზები საწვავით აავსოს, რადგან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მათ მარაგებზე წვდომა შეუწყვიტა. ახლა კი უკრაინა მაღალი სიზუსტის არტილერიითა და იარაღით აპირებს რუსეთის ძალებზე შეტევას, რაც ქვეყნიდან რუსი სამხედროების მასობრივ გადინებას გამოიწვევს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ოკუპანტ ჯარს არ აქვს ბრძოლის სულისკვეთება, მაშინ როცა უკრაინელებმა იციან, რომ ისინი „საკუთარი ქვეყნისთვის და საკუთარი მიწისთვის, უკრაინელებისთვის იბრძვიან, შესაბამისად, მათ სხვა გზა არ აქვთ - უნდა გადარჩნენ, როგორც ერი, ქვეყანა და ხალხი“.


close დახურვა