უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, ჩეხეთთან ერთად უკრაინული ძალების გასაძლიერებლად 50-ზე მეტი პროექტი იგეგმება.
"დღის წესრიგშია: 50-ზე მეტი პროექტი უკრაინის შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად ჩეხეთის რესპუბლიკის მონაწილეობით," - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
რეზნიკოვის თქმით, მას შეხვედრა ჰქონდა ჩეხეთის თავდაცვის მინისტრთან, იანა ჩერნოხოვასთან, სადაც ფრონტზე არსებული ვითარება, შეიარაღებისა და აღჭურვილობის მიწოდება და საჰაერო თავდაცვის სფეროში პროექტების გაფართოების შესაძლებლობა განიხილეს.
უკრაინული მედიის ცნობით, ჩეხეთმა უკრაინისთვის საკუთარი დახმარების გეგმა შეიმუშავა, რომელიც ყოველწლიურად 20 მილიონ ევროზე მეტი თანხის გამოყოფას ითვალისწინებს.