უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინელი ხალხის გამბედაობა არასოდეს განადგურდება ტერორისტების რაკეტებით.
"ჩვენი გამბედაობა არასოდეს განადგურდება ტერორისტების რაკეტებით, მაშინაც კი, როცა ისინი ჩვენ დედაქალაქს ხვდება. ისინი არც ჩვენი მოკავშირეების სიმტკიცეს შეარყევენ. ერთადერთი, რასაც ისინი შეუქცევადად ანადგურებენ არის რუსეთის მომავალი - გლობალურად საზიზღარი თაღლითი ტერორისტული სახელმწიფოს მომავალი," - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
დღეს რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქზე, კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. წინასწარი ინფორმაციით, კიევის ცენტრში რუსეთის თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 24 კი დაშავდა.
კიევის შევჩენკოვსკის რაიონზე თავდასხმის შედეგად, დაახლოებით დილის 8:45 საათისთვის, ექვს მანქანას გაუჩნდა ხანძარი და 15-ზე მეტი მანქანა დაზიანდა. ამის შესახებ იტყობინება უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, როსტისლავ სმირნოვი.
აფეთქებების ხმა ისმის კიევში, ჟიტომირში, ხმელნიცკში, დნიპროში, ვინაცაში და ტერნოპოლში. ლვოვში ელექტროენერგია გაითიშა, აფეთქება განხორციელდა კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე.