logo
ENG



რეზნიჩენკო: დნიპროში კორპუსზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 39 დაშავდა

14 იან 202321:01
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/14/zc3f42sqnrim1wh.jpg

დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს ცნობით, დნიპროში საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის მხრიდან სარაკეტო თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 39 კი დაშავდა.

რეზნიჩენკოს ცნობით დაშავებულებს შორის 7 ბავშვია. ყველა მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის კირილ ტიმოშენკს ცნობით, კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია და ნანგრევებიდან დაშავებულების ამოყვანა გრძელდება.

სამაშველო სამსახურის ცნობით, შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სამაშველო სამსახური და დამხმარე ტექნიკა.

დღეს რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ქალაქ დნიპროში, დასახლებულ პუნქტში 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს რაკეტა ესროლეს.

 

close დახურვა