logo
ENG



რეკომენდაციების შესრულება სავალდებულოა - მთავრობა კაფე-ბარებსა და რესტორნებს მიმართავს

18 მარ 202015:38
3 წუთის საკითხავი
 
nobeo2hjhnzsk3e.png

პრემიერ მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის სხდომის შემდეგ, რესტორნების, კაფეებისა და ბარებისთვის გაცემულ რეკომენდაციებზე ისაუბრა.

ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ ამ სექტორის წარმომადგენელთა ნაწილმა მთავრობის მიერ გაცემული მითითებები ადეკვატურად ვერ აღიქვა და მათ კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ რეკომენდაციები შესასრულებლად სავალდებულოა.

„პრემიერ მინისტრმა მოისმინა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ სრულდება რეკომენდაციები, რომელიც ადრე იქნა გაცემული და დაკავშირებული ბარების, რესტორნების კაფეების და სხვადასხვა დარბაზების შეზღუდვასთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები და ალბათ ყველამ ნახა, რომ ასეთი აკრძალვები უკვე ამოქმედდა. თუმცა, სამწუხაროდ არსებობს იშვიათი გამონაკლისები, რომლებმაც ვერ შეძლეს ადეკვატურად აღექვათ ჩვენი რეკომენდაცია. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა რეკომენდაციები, რომლებსაც იძლევა სახელმწიფო და მთავრობა, არის სავალდებულო და ეს არის რეკომენდაცია, რომელიც მიმართულია, რომ ერთად შევძლოთ კორონავირუსთან გამკლავება. ყველას კარგად გვესმის, რომ რაც არ უნდა გადაწყვეტილება მიიღოს და ბერკეტი აამოქმედოს სახელმწიფომ, თუ არ იქნა საზოგადოებრივი თანამონაწილეობა, ეს გადაწყვეტილებები შედეგებს ვერ გამოიტანოს. კიდევ ერთხელ მივმართავთ ყველას, თავი შეიკავონ ისეთი თავყრილობისაგან, რომლის ჩატარებაც აუცილებელი არაა. ამ რეკომენდაციების შესრულებას სახელმწიფო კიდევ უფრო გააკონტროლებს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, მთავრობამ რესტორნებს, კაფეებსა და ბარებს მომსახურების შეზღუდვის რეკომენდაციით 16 მარტს მიმართა.


close დახურვა