logo
ENG



რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სინოდის შეკრებას ითხოვს

29 თებ 202015:41
3 წუთის საკითხავი
 
vwp4cn20e6vc61s.jpg

რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის განცხადებას ავრცელებს. ასოციაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სინოდის შეკრებას ითხოვს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეკლესია ვალდებულია დღეს არსებულ ვითარებაზე პოზიცია გამოხატოს. 

"ე.წ. კორონავირუსის შესაძლო გავრცელების საფრთხის და ეკლესიის მრევლის და მთლიანად საზოგადოების ნებისმიერი სახის დაბრკოლების თავიდან ასაცილებლად, ასევე, საზოგადოებაში მღელვარების ჩასაცხრობად, მოვუწოდებთ საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქს, გაითვალისწინოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის რეკომენდაციები და მოიწვიოს წმინდა სინოდი, რომელიც ვალდებულია ხსენებულ უმწვავეს საკითხზე ეკლესიის პოზიცია დააფიქსიროს", - აღნიშნულია განცხადებაში. 


close დახურვა