logo
ENG



რელიგიურმა რიტუალებმა შეიძლება ხელი შეუწყოს ვირუსის გავრცელებას - ცერცვაძე

04 აპრ 202022:36
3 წუთის საკითხავი
clock 1036

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საეკლესიო დღესასწაულებზე ხალხმრავლობა ქმნის კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს.

როგორ ცერცვაძემ „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ განმარტა, ეკლესიის მიერ გადადგმული ნაბიჯები მისასალმებელია, თუმცა ეს მაინც ვერ დაიცავს ხალხმრავლობის შემთხვევაში ადამიანებს ვირუსის გავრცელებისგან.

„უდიდეს პატივს ვცემ ჩვენს ეკლესიას და ტრადიციებს, მაგრამ დღეს შექმნილია სიტუაცია, რომ ამან ხელი არ უნდა შეუშალოს პროფესიული პოზიციის გამოხატვას. მე მივიჩნევ, რომ ძველი ფორმატით ზიარება, ლიტურგია შეიცავს ინფექციის გავრცელების საფრთხეს. ნაბიჯები, რომლებიც ეკლესიამ გადადგა, რაც გამოიხატა დისტანციის დაცვაში, მაინც ვფიქრობ, რომ ამ დაავადების გავრცელება მოხდება დიდ დღესასწაულებზე", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კორონავირუსის გამო, ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 30 მარტს მიიღო და რეგულაციები ძალაში 31 მარტს შევიდა. ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.

ამჟამად საქართველოში ვირუსით ინფიცირების 162 შემთხვევაა აღრიცხული. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა 36 პაციენტი, გარდაცვლილია 1 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში რჩება 5067, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 330.


close დახურვა