logo
ENG



რესპუბლიკელი ტერნერი ივანიშვილის ხელისუფლების ახალი სამიზნე

12 აგვ 202420:02
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების პროპაგანდა როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური პარტიის წინააღმდეგ. ივანიშვილის პარტიამ ტრამპის მომხრე კანონმდებლის, მაიკ ტერნერის წინააღმდეგაც დისკრედიტაციის კამპანია წამოიწყო. ოლიგარქის ძალის გაღიზიანება გამოიწვია საქართველოში ჩამოსული ამერიკელი პოლიტიკოსების გზავნილებმა. ოცნებას მკაფიოდ განუმარტეს, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერა ორპარტიულია, ისევე როგორც უარყოფითი დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული პოლიტიკის მიმართ და ეს არ შეიცვლება, ვინც არ უნდა გახდეს ამერიკის პრეზიდენტი. სენატორ შაჰინისა და კონგრესმენ ტერნერის განცხადებები საფუძველს აცლის ივანიშვილის შიდა პროპაგანდისტულ ხაზს, თითქოს ამერიკაში ადმინისტრაციის ცვლილებით ყველაფერი შეიცვლება და ქართული ოცნების შეცვლილ კურსსა და რუსულ კანონზე პარტნიორები მხარს დახუჭავენ.


close დახურვა