„რესპუბლიკური პარტია“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას აშშ-სთან უსაფრთხოების საკითხზე მოლაპარაკების წამოწყებისკენ მოუწოდებს.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს წევრ ქვეყნებთან და განსაკუთრებით აშშ-სთან სამხედრო-სტრატეგიული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს რეგიონის უსაფრთხოებასა და მშვიდობის უზრუნველყოფას.
"საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას მიაჩნია, რომ მის ტერიტორიაზე ნატოს წევრ ქვეყნებთან და განსაკუთრებით აშშ-სთან სამხედრო-სტრატეგიული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას რეგიონში მდგრადობის და მშვიდობის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე რუსეთის ფედერაციიდან მომავალი საფრთხეების, უარყოფითი გავლენების და დესტრუქციული ქმედებების გასანეიტრალებლად”, – წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.