უკვე მეორე საათია ირაკლი კობახიძე რესპუბლიკურის თანამშრომლებს ხვდება. მედპერსონალი კლინიკის დემონტაჟის გადაწყვეტილებასა და რეორგანიზაციას აპროტესტებს. კარგა ხანია ითხოვდნენ პრემიერმინისტრთან შეხვედრას, ეს მოლაპარაკებები კი მხოლოდ დღეს იმართება. კობახიძემ დღეს თქვა, რომ მოსაძებნია ბალანსი ინფრასტრუქტურის განახლებისა და კლინიკის კოლექტივის ინტერესებს შორის, ექიმები კი აცხადებენ, რომ ორი მხარე არ არსებობს და ისინი სწორედ კლინიკისა და სახელმწიფო ინტერესებით მოქმედებენ.