logo
ENG



რესპუბლიკური საავადმყოფო: ჩვენთან მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა

13 აპრ 202013:36
3 წუთის საკითხავი
 

„რესპუბლიკური“ საავადმყოფოს ექიმმა, დევი ტაბიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დღეს კლინიკაში მოთავსებული 25 პაციენტის ანალიზები გაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში და მოხდება მათი კორონავირუსზე შემოწმება. ტაბიძის თქმით, ამჟამად კლინიკაში 4 კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტია.

„დღევანდელი მონაცემებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება 59 პაციენტი - 2 დაემატა. რეანიმაციაში რჩება 3 პაციენტი, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. 1 პაციენტი საშუალო სიმძიმეზე უფრო მეტად გამოხატულია. პრობლემა იგივე დარჩა. ერთადერთი, დამატებით 25 პაციენტის გატესტვა მოხდება. გყვავს 3 ინფიცირებული და მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმის დამაკმაყოფილებელია. ერთი პაციენტი გადაყვანილია ინტენსიურში. ჩვეთან მოთავსებული მედპერსონალის რაოდენობა არის 5. დღეს გავტესტავთ მათ, მათთან დადასტურდა ფილტვების ორმხრივი ანთება“, - განაცხადა დევი ტაბიძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 266-მდე გაიზარდა. აქედან 67 პირი გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4872 პირი, ხოლო სტაციონალური მეტვალყურეობის ქვეშ 453 ადამიანი.


close დახურვა