დიახ, არსებობს გარკვეული პრობლემები და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ წლების განმავლობაში ისინი [მოკავშირეები] ვერ თანხმდებიან [საქართველოსთვის] წევრობის სამოქმედო გეგმაზე - MAP-ზე, რადგან ალიანსში ამის შესახებ კონსენსუსი არ არსებობს. საქართველოსთვის ძალიან ბევრი ინსტრუმენტი იყო შემუშავებული, რომ ვფიქრობ ბევრი შესაძლებლობაა იმისა, რომ ამ შემოთავაზებებიდან ყველაზე მისაღები აირჩიოთ.
როცა საუბარია ევროკავშირზე, თქვენ იცით, რომ არის განსხვავება: მოლდოვა და უკრაინა გახდნენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატები, საქართველომ კი ევროპული პერსპექტივა მიიღო. ვფიქრობ, რომ იმ პრიორიტეტების სია, რომელთა შესრულებასაც ევროკავშირი საქართველოსგან მოელის მანამ, სანამ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ძალიან მკაფიოა. ჩვენ გავცდით იმ სიტუაციას, როცა დაპირებები ან სლოგანები საკმარისია, ყველას სურს რეალური ნაბიჯების, რეფორმებისა და ცვლილებების დანახვა.
მე გაეროს ასამბლეის ფარგლებში ვესაუბრე საქართველოს საგარეო საქმეთ მინისტრს და მოკლედ ვესაუბრე პრემიერ-მინისტრსაც და შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი გზავნილი ძალიან ნათელია: ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ ამ რეფორმებს, ამ ცვლილებებს, დავეხმაროთ უსაფრთხოების კუთხით, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება თქვენია: რა გსურთ. რამდენად სწრაფად გსურთ ეს და რას გააკეთებთ იმისთვის, რომ ეს მიიღოთ.