რიონის ხეობის მცველები, რომლებიც უკვე 172 დღეა ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ, ამბობენ რომ პროვოკაციებისგან თავის დაზღვევა ყოველდღიურად უწევთ. ისინი გზის გახსნას და ნამახვანში შეშვებას დღესაც უშედეგოდ ელოდებოდნენ. ბარიერს მიღმა დარჩენილები ამბობენ, რომ თუ რკინის კედელს არ მოხსნიან და არ გაატარებენ, მაგისტრალს გადაკეტავენ და თბილისშიც გადაინაცვლებენ.
რიონის ხეობაში პროტესტი 172 დღეა გრძელდება
15 აპრ 202120:02
3 წუთის საკითხავი