საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 7-9 მაისს გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე-ნაგებობის საგუბარებს წყლისგან დაცლის - რიონში 10 აპრილს გაუჩინარებულ კაცს ეძებენ.
„ოპერაციის ფარგლებში, 7 მაისის 08:00 საათიდან 9 მაისის 18:00 საათამდე იგეგმება გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე-ნაგებობის საგუბარების წყლისგან დაცლა. ტერიტორიაზე იმუშავებენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები", - ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნამახვანჰესის წინააღმდეგ მიმდინარე აქციებზე თბილისიდან ჩასული ახალგაზრდა კაცი 10 აპრილს გაუჩინარდა. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.