რიო-დე-ჟანეიროში კარნავალის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე სადღესასწაულო მსვლელობა შინაურმა ცხოველებმა მოაწყეს. ფესტივალზე ადამიანის ოთხფეხა მეგობრებმა კოსტიუმებში გამოწყობილებმა ჩაიარეს. შინაური ცხოველების კარნავალი ტრადიციულია და ყოველ წელს იმართება.
პარალელურად, რიო-დე-ჟანეიროში მასშტაბური კარნავალისთვის ემზადებიან. მსოფლიოში ყველაზე დიდი სადღესასწაულო მსვლელობისთვის ნიღბებსა და კოსტიუმებს, ასევე მოძრავ სცენებს ამზადებენ. ღონისძიება, რომელიც რიოს ქუჩებში მილიონობით სტუმარს ყოველწლიურად იზიდავს, 21თ თებერვალს დაიწყება და 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება.