logo
ENG



რიო დე ჟანეიროში 31 წლის ქართველი მეზღვაური მოკლეს

31 მაი 202316:10
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/31/rkb58695bbtfpxy.jpg

ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში 31 წლის ბათუმელი მეზღვაური ილია კახაბერიძე მოკლეს. ინფორმაცია ამის შესახებ ბრაზილიურმა მედიამ გაავრცელა.

ადგილობრივ მედიაში წერენ, რომ ცხედარი 30 მაისს, სასტუმროს ნომერში, საწოლზე მიბმული იპოვეს. 

მედია წერს, რომ სავარაუდო დამნაშავე სათვალთვალო კამერებიდან ამოიცნეს. ამ დროისთვის, ის დაკავებულია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია დანაშაულის მოტივი.

ფორმულა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების ცნობით, კონტაქტზე არიან როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ასევე ადგილობრივ მედიასთან. 

"ბრაზილიაში საქართველოს საელჩოში შევიდა ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. საელჩო კონტაქტზეა როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ასევე ადგილობრივ სამართალდამცავებთან. განხორციელდება შესაბამისი პროცედურები", - აცხადებენ საგარეოში.


close დახურვა