საქართველოს რკინიგზის ცნობით, 3 ივლისს გაუქმებული რეისები 17:00 საათიდან აღდგება. რკინიგზაში აცხადებენ, რომ სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყრისაგან ლიანდაგები სრულად გაწმენდილია და საკონტაქტო ქსელი აღდგენილია.
"კერძოდ, დღის მეორე ნახევარში შესრულდება შემდეგი რეისები, მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები:
- 804 თბილისი-ბათუმი 17:05
- 807 ბათუმი-თბილისი 17:15
- 801 ბათუმი-თბილისი 18:20
- 812 თბილისი-ბათუმი 0:35
- 811 ბათუმი-თბილისი 0:45
- 869 ზუგდიდი-თბილისი 17:25
- 874 თბილისი-ფოთი 17:30".
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მეწყრის გამო 3 ივლისის რეისები გუშინ გაუქმდა. 3-დღიანი ძებნის შემდეგ, დღეს ხარაგაულში მეწყერში მოყოლილი კაცის ცხედარი იპოვეს.