გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 აგვისტოს დღის ბოლოდან 15 აგვისტოს დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მათივე ცნობით, ზღვაზე 2-3-ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი.
უწყებაში ამბობენ, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.