![2022/07/04/kg0a6x5ke4y4d8r.jpg](/uploads_script3/articles/2022/07/04/kg0a6x5ke4y4d8r.jpg)
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +28, +33 გრადუსი დაფიქსირდება.
მათივე ინფორმაციით, თბილისშიც უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსია მოსალოდნელი.