მძიმე სურათი დახვდა დღეს მედიას აგრარულ ბაზრებთან - სავაჭრო ობიექტებზე მისულ მოვაჭრეებს, სარეალიზაციოდ გამოტანილი პროდუქტის დახლზე დატოვება მოუხდათ, პროდუქციის ნაწილს ისინი ისედაც სესხით იძენდნენ და მოვაჭრეების უმეტესობაც ოჯახში ერთადერთი მარჩენალია.
ბაზრების კარი დღეს დაიკეტა. მოვაჭრეები გარე პერიმეტრზე საქმიანობის გაგრძელების უფლებას ითხოვენ.
მთავრობამ ის პირობები დაასახელა, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში ვაჭრობის გაგრძელებას ობიექტები ვერ შეძლებს. 70 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის კი საქონლის გაყიდვა საერთოდ იკრძალება.
იმ შემთხვევაში, თუ აგრარული ბაზრები არსებულ სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებენ, მუშაობის გაგრძელებას საკარანტინო პერიოდის დასრულებამდე ვერ შეძლებენ - ფიზიკური პირები კი, როლებიც ამ რეკომენდაციებს დაარღვევენ, 3 ათასი ლარით, ბაზრის ადმინისტრაცია კი, სადაც დარღვევა დაფიქსირდება, 15 ათასი ლარით დაჯარიმდება.