როგორ დაეპატრონა მცხეთას, არაფორმალური მმართველის პირადი ექიმი და ივანიშვილის მიერ მართული დიმიტრი ხუნდაძე. ყველა საჯარო უწყებაში, მხოლოდ ხუნდაძის ოჯახის წევრები, მეგობრები და ნათესავები მუშაობენ, მათია ყველა სახელმწიფო ტენდერი, მათია მიწის ნაკვეთები ისტორიულ ქალაქში და მათია გავლენა ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე. ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით გათამამებულ დეპუტატს, არც კი უცდია, საკუთარი რეგიონის ხალხისთვის, მისივე ახალი პოლიტიკური პარტიის სახელი მაინც ეცნობებინა. დიმიტრი ხუნდაძის ოფისს, ისევ ქართული ოცნების ბანერები ამშვენებს. ისევ თანამდებობაზე რჩებიან, ხუნდაძის და მმართველი პარტიის დამსახურებით დანიშნული საჯარო მოხელეები, რომლებიც არ მალავენ, რომ ბიძინა ივანიშვილის პირადი ექიმის ახლო ნათესავები არიან, მაგრამ თანამდებობაზე ყოფნა, უხერხულობას არ უქმნით.
როგორ დაეპატრონა მცხეთას დიმიტრი ხუნდაძე - შაბათის ფორმულა
05 ნოე 202220:14
3 წუთის საკითხავი