logo
ENG



როგორ იქცა გვერდები: Ufalia Chemi cxovreba, მტრედი და გოდერძი ჩოხელი გახარიად 

26 აპრ 202115:49
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/26/7ghkq2sie2yl34r.jpg

18 თებერვალს საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ სოციალურ ქსელში  ყოფილი პრემიერის მხარდამჭერი რამდენიმე Facebook-ანგარიში (გახარიას პარტიის მხარდამჭერები, გახარია დაბრუნდეს), საჯარო ჯგუფები და გვერდები გაჩნდა. ინფორმაციას მითების დეტექტორი ავრცელებს. 

ორგანიზაციამ გახარიას მხარდასაჭერად სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა მიზნით შექმნილი 14 Facebook გვერდი გამოავლინა, რომლებიც პირობითად 2 კატეგორიად შეიძლება დაიყოს: გვერდები, რომლებიც 18 თებერვლამდე შექმნეს, თუმცა სახელწოდება გახარიას გადადგომის შემდეგ შეიცვალეს და გვერდები, რომლებიც პრემიერის გადადგომის შემდეგ, 18 თებერვლიდან შეიქმნა. 

სახელშეცვლილი გვერდები: გვერდმა სახელი რამდენჯერმე შეიცვალა: თავდაპირველად ერქვა მტრედი, შემდეგ შვიდი, ბოლოს კი გიორგი გახარია გახდა, 2011 წლის 9 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერად შექმნილმა გვერდმა 23 მარტს სახელი შეიცვალა და Gakharia & Media გახდა, 2020 წლის აპრილში შექმნილი გვერდი სახელად Ufalia Chemi cxovreba ჯერ საქართველოს დედა ეკლესია, 24 მარტს კი გახარია - პოლიტიკა გახდა. 

2018 წლის ივნისში შექმნილი გვერდი მათემატიკა სახელის რამდენჯერმე ცვლილების შემდეგ გახარია - მესამე ძალა გახდა, 2021 წლის 26 აპრილს შექმნილი გვერდი გოდერძი ჩოხელი ამავე დღეს გახარია მესამე ძალა გახდა. წინა გვერდისგან განსხვავებით აქ დეფისი არ ფიგურირებს, 2010 წელს შექმნილი გვერდი Martvilis qogale 21 აგვისტოს ყოფილი პრემიერის მხარდამჭერი მნიუსი გახდა, რაც საინფორმაციო გვერდის შთაბეჭდილებას ტოვებს. 

აღსანიშნავია, რომ 2010 წლის 21 აგვისტოს შექმნილი ფეისბუკ გვერდი Martvils qogale, რომელმაც სახელი რამდენჯერმე, ბოლოს 2020 წლის 21 აგვისტოს შეიცვალა და მნიუსი გახდა, ბოლო პერიოდში გიორგი გახარიას მხარდამჭერ პოსტებს ავრცელებს.

18 თებერვლის შემდეგ შექმნილი გვერდები: გახარიას მხარდამჭერები, გახარიას პარტიის მხარდამჭერები, გიორგი გახარია & ახალი პოლიტიკური ძალა, გახარია გიორგი, გახარია ოპოზიციაში, გახარია & მედია და გახარია News.  


close დახურვა