logo
ENG



როგორ მოხდება საქალაქთაშორისო მიმოსვლა - გარემოს დაცვის სამინისტრო პირობებს განმარტავს

27 აპრ 202010:07
3 წუთის საკითხავი
 

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით საქალაქთაშორისო მიმოსვლასთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დამატებით განმარტებებს აკეთებენ.

უწყების ცნობით, მოქალაქეებს საქალაქთაშორისო მიმოსვლა 29 აპრილიდან, სპეციალური საშვის მეშვეობით შეეძლებათ. მათ ქალაქის დატოვების უფლება დილის 06:00 საათიდან 08:00 საათამდე, ხოლო უკან დასაბრუნებლად დრო 18:00-19:00-მდე ექნებათ.

დედაქალაქის დატოვებას მოსახლეობა სამინისტროს მიერ გაცემული სპეციალური საშვით შეძლებენ. რაც შეეხება ბათუმს, რუსთავსა და ქუთაისს, რეგიონებიდან გასვლის ნებართვისთვის, მოსახლეობამ რეგიონულ შტაბებს უნდა მიმართონ.


close დახურვა