logo

როგორ უნდა მოხდეს აგრესიული ტესტირება - ტიკარაძე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ხვდება

clock 30 აპრ 202013:13

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამ წუთებში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ხვდება, სადაც COVID 19-ის ტესტებთან დაკავშირებით ისაუბრებენ, კერძოდ, რა ფორმით უნდა მოხდეს აგრესიული ტესტების გამოყენება.

შეხვედრას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და მისი მოადგილე პაატა იმნაძე ესწრება. 

შეხვედრაზე იმყოფებიან ლაბორატორიების წარმომადგენლებიც.

როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აგრესიული ტესტირება ყველა კლინიკაში ჩატარდება და შემოწმდებიან მწვავე რესპირაციული სიმპტომების მქონე ადამიანები. 

"მოხუცთა თავშესაფრები, იქნება ჯანდაცვის მუშაკები ყველა და თუ აქამდე იკვლევდნენ ცხელების ცენტრში ყველას, ახლა ყველა კლინიკაში გამოიკვლევენ ყველა პიროვნებას, ვისაც აქვს მწვავე რესპირაციული ინფექციის ნიშნები", - აღნიშნა ცერცვაძემ. 

 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა