როკმუსიკოსმა ოზი ოსბორნმა გაამხილა, რომ მას პარკინსონის დიაგნოზი დაუსვეს. ნერვული სისტემის დარღვევა გავლენას მოძრაობაზე ახდენს. 71 წლის გრემის მფლობელმა გადაცემაში „დილა მშვიდობისა, ამერიკა" განაცხადა, რომ დიაგნოზის შესახებ გასულ წელს შეიტყო.
2019 წელს ოზი ოსბორნმა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რამდენიმე საკონცერტო ტური გააუქმა. როკმუსიკოსი იმედოვნებს, რომ სცენას მალე დაუბრუნდება. ოსბორნი ამბობს, რომ მას თავისი გულშემატკივარი ენატრება.