რუმინეთის პარლამენტმა 3 სექტემბერს კანონპროექტი მიიღო, რომელიც უკრაინისთვის Patriot-ის ანტისარაკეტო სისტემის გადაცემას გულისხმობს.
რუმინეთი 2004 წლიდან NATO-ს წევრი ქვეყანაა, რომელსაც უკრაინასთან 650-კილომეტრიანი საზღვარი აქვს. როცა მოსკოვი უკრაინის პორტებს თავს ესხმის, რუსეთის დრონების ნარჩენები რუმინეთის ტერიტორიაზეც ვარდება.
როცა პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი კანონპროექტს ხელს მოაწერს, მთავრობა დონაციის ორდერს გასცემს.
ბუქარესტმა ივნისში გამოაცხადა, რომ თავისი ორი მოქმედი Patriot-ის სისტემიდან ერთს უკრაინას გადასცემდა, იმ პირობით, რომ მოკავშირეები საჰაერო დაცვის მსგავსი სისტემით ჩაანაცვლებდნენ.