logo
ENG



რუსების სარაკეტო თავდასხმას ხერსონის ოლქზე მსხვერპლი მოჰყვა

01 ნოე 202311:46
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/01/pfaapdtjiol76zr.jpg

გუშინ ღამით ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში ხერსონის ოლქის სოფელ ჩაიკინეზე მიიტანეს, რასაც 58 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.

ამავე დროს, მისი თქმით, იერიშის შედეგად დაშავდა 8 ადამიანი.

ხერსონის ოლქის პროკურატურის ცნობით, ოკუპანტებმა სოფელ ჩაიკინეს მიმართულებით, ჯამში 30 რაკეტა 31 ოქტომბრის 10:00 საათზე გაუშვეს, ხოლო სამიზნეებს ოლქის დასახლებების საცხოვრებელი უბნები, სერვისის სადგური და საწყობები იყო.


close დახურვა