logo
ENG



რუსები ხერსონის ოლქს დრონებით თავს დაესხნენ - არის მსხვერპლი

23 დეკ 202319:42
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/23/97rtk7xwvt4hujd.jpg

რუსული ძალები ხერსონის ოლქის სოფელ სტანისლავს დრონებით თავს დაესხნენ, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლექსანდრ პროკუდინი Telegram-ზე ავრცელებს.

"საოკუპაციო ძალებმა სტანისლავს დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც 69 წლის ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა", - წერს პროკუდინი.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა