logo
ENG



რუსებმა კრივი-რიჰიზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი

05 დეკ 202215:31
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/05/bkpaq0wimg0ocfa.jpg

დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს განცხადებით, რუსებმა კრივი-რიჰიზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი.

"ტრაგიკული ღამე... ერთი დაღუპული, სამი დაშავებული. შუაღამის შემდეგ რუსებმა სამი რაკეტა გაისროლეს კრივი-რიჰის ტერიტორიაზე. [რუსები] თავს დაესხნენ სამრეწველო საწარმოს. მოკლეს მუშა. მაშველებმა მისი ცხედარი დანგრეული სამრეწველო საწარმოს ნანგრევებიდან ამოიყვანეს.

დაშავდა კიდევ სამი ადამიანი, რომლებიც ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჰოსპიტალში მყოფი ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ფასდება", - თქვა დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

რეზნიჩენკოს თქმით, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა კვლავ დაბომბეს ნიკოპოლი, მარგანეცის მშვიდობიანი მოსახლეობა კი ცეცხლის ქვეშ მოექცა.


close დახურვა