რუსებმა მიკოლაევში საცხოვრებელ კორპუსზე იერიში მიიტანეს.
მიკოლაევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვიტალი კიმის ინფორმაციით, დაიღუპა 2 ადამიანი, არიან დაშავებულებიც, მათ შორის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი.
ადგილობრივი მთავრობა მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.
"დილით ნიკოლაევში ძლიერი აფეთქებები გაისმა. მაშველები და ექიმები უკვე გავიდნენ ადგილზე", - აღნიშნა მერმა.