![2022/03/09/l0v1evphgg73v6k.png](/uploads_script3/articles/2022/03/09/l0v1evphgg73v6k.png)
რუსმა სამხედროებმა ჟიტომირის ოლქში ქალაქი მალინი დაბომბეს. საჰაერო დარტყმის შედეგად განადგურდა 7 კერძო ერთსართულიანი სახლი.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის 2 2021 წელს დაბადებული ბავშვი.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.