რუსებმა უკრაინაში ვინიციის ოლქი დაბომბეს.
ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის სერგეი ბორზოვის თქმით, რუსებმა ცეცხლი დასახლებული ქალაქების - ჟმერინკისა და კაზატინის მიმართულებით გახსნეს.
"მტერი ცდილობს, დაარტყას კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაჭრილები", - ამბობს ის.
მისივე განცხადებით, ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.