logo
ENG



რუსებმა უკრაინული დასახლებების მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს - არის მსხვერპლი

31 დეკ 202217:33
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის ცნობით, საოკუპაციო ძალებმა უკრაინული დასახლებების მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, აფეთქებების ხმა გაისმა კიევის სამ რაიონში. წინასწარი მონაცემებით, 1 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა. ჩამოინგრა სასტუმროს შენობა, კიევის ოლქში გაითიშა ელექტროენერგიაც. ქალაქ ხმელნიცკში რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.

გუშინ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ კრემლი იანვრის დასაწყისში კაცებისთვის საზღვრებს ჩაკეტავს და მობილიზაციის ახალ ტალღას გამოაცხადებს.

უკრაინაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის კიევში, საჰაერო განგაშია გამოცხადებული. უკრაინის ცნობით, კიევში სულ მცირე 5 აფეთქება მოხდა.


close დახურვა