უკრაინაში რომ ომია და პრემიერად წოდებულ ღარიბაშვილს რომ თავისი საქმე აქვს, ეს უკვე ყველამ გავიგეთ, თუმცა, რა არის ეს ე.წ. "თავის საქმე" - ვერავინ. აი, აქამდე რა იყო ამ ხელისუფლების საქმე, ვიცი - რუსეთზე პოლიტიკური და ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა და მიბმა. ეს რომ ასეა, ყველაზე კარგად მოქალაქეები ვგრძნობთ და თუ უკრაინაში ომი დიდხანს გაგრძელდება, კიდევ უფრო ვიგრძნობთ, მერე რა რომ ღარიბაშვილის მთავრობა ჯიუტად იტყუება ეკონომიკურ წარმატებაზე და რომ ომი საქართველოს ეკონომიკას არ შეეხება.
რუსეთზე მიბმული საქართველო - დროება
13 მარ 202221:42
3 წუთის საკითხავი