საქართველოში არ შემოუშვეს პაველ ასტახოვი, რომელიც პუტინი მთავრობაში ბავშვთა უფლებების საკითხში ომბუდსმენად მუშაობდა - ამის შესახებ მან რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან, TASS-თან ისაუბრა.
საქართველოში შემოშვებაზე უარი მას 25 აგვისტოს უთხრეს, მაშინ, როცა სომხეთიდან საქართველოს გავლით თურქეთში ფილმის გადაღებაზე მიმგზავრებოდა.
"სპასის გადამღებ ჯგუფთან ერთად ნოეს კიდობნისა და წარღვნის შესახებ ფილმისთვის მასალის გადაღების შემდეგ, ჩვენ სომხეთ-საქართველოს საზღვარი უნდა გადაგვეკვეთა, რომ ტრანზიტით თურქეთში გადავსულიყავით, არარატისკენ გზად, სადაც ასევე გადაღებებია დაგეგმილი.
თუმცა საქართველოს საზღვარზე მესაზღვრეებმა უკანონოდ და უსაფუძვლოდ თითქმის 7 საათი გაგვაჩერეს - ჩამოგვართვეს საბუთები და შეამოწმეს პირადი ნივთები. გვარწმუნებდნენ, რომ ხელი მოგვეწერა ქართულ და ინგლისურ ენაზე შედგენილ პროტოკოლზე, - განაცხადა მან.
საქართველოს მხრიდან ტრანზიტზე უარს ის "განუკითხაობასა და პროვოკაციას" უწოდებს - მისი კრიტიკა მოჰყვა იმ ფაქტსაც, რომ ქართულმა მხარემ თარჯიმანი არ წარმოადგინა.
ასტახოვი უკრაინის მიერ სანქცირებულ რუს მაღალჩინოსანთა სიაშია - 2015 წელს კიევმა მას უკრაინაში შესვლა აუკრძალა და ანგარიშები დაუყადაღა.