logo
ENG



რუსეთის დელეგაციამ მეუფე შიოს ილია II-ის გარდაცვალების შესახებ პუტინის სამძიმარი გადასცა

22 მარ 202616:11
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/22/4p97m1mvuj92v7g.png

კათალიკოს-პატრიარქის დაკრძალვაზე რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის დელეგაციამ მეუფე შიოს ილია II-ის გარდაცვალების შესახებ პუტინის სამძიმარი გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესთა სექცია ავრცელებს.

"22 მარტს, თბილისში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტის, სრულიად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსის, ვენიამინისა და საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, მ. შვიდკოის ხელმძღვანელობით.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვ. პუტინის სახელით, სამძიმრისა და მხარდაჭერის სიტყვები გადაეცათ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოსა და სრულიად ქართველ ხალხს.

რუსეთში ღრმა მწუხარებით მიიღეს ცნობა უწმინდესი პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ, რომელიც იყო ქართველი ხალხის ჭეშმარიტი სულიერი ლიდერი და ეკლესიისა და ხალხისადმი თავდადებული მსახურების მაგალითი. პატრიარქი ილია II ესწრაფვოდა მართლმადიდებლური ერთიანობის შენარჩუნებასა და იმ ტრადიციული ღირებულებების დაცვას, რომლებიც ქართული იდენტობის საფუძველს წარმოადგენს. მისმა უწმინდესობამ მრავალწლიანი მწყემსმთავრული მოღვაწეობით მოიპოვა გამორჩეული ავტორიტეტი და დამსახურებული პატივისცემა მთელ ქრისტიანულ სამყაროში.

რუსი ხალხი ქართველ ხალხთან ერთად გლოვობს", - აღნიშნულია სექციის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.


close დახურვა